პოლიტიკა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო X-59 და „შაჰედის“ 16 დრონი გაუშვეს

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა X-59 და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონი გაანადგურეს. ამასთან, ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. ხანძარი მალე ჩააქრეს. დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის გენშტაბის გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ფრონტის ხაზზე 58 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე აქტიურ შეტევას მოწინააღმდეგის ძალები ლუგანსკის ოლქის დაბა ნოვოპავლოვკის მიმართულებით ახორციელებენ, სადაც საოკუპაციო ჯარებმა 28-ჯერ სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება

ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია