გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა.
უკრაინას უკვე მიეწოდება Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიის თანამონაწილეობით ხორციელდება, კიდევ იგეგმება უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის 100 ერთეული ასეთი ტანკი გადასცემა.
ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის საინჟინრო მანქანებისთვის, MG3 ტიპის 20 ტყვიამფრქვევი მიაწოდა. უკრაინამ სულ 138 ასეთი ტყვიამფრქვევი მიიღო. გარდა ამისა, უკრაინას 155 მმ კალიბრიანი 1 305 საარტილერიო საბრძოლო მასალა და 155 მმ კალიბრიანი 2 064 კვამლის წარმომქმნელი საბრძოლო მასალა გადასცეს.
ამას გარდა, უკრაინამ მიიღო დამატებით ოთხი სასაზღვრო საპატრულო მანქანა, 10 მობილური სახმელეთო სათვალთვალო რადარი, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო მანქანა და 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები.