პოლიტიკა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება

”უკრჰიდროენერგოს” გავრცელებული ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა ვეღარ მოხდება. უწყებაში ამბობენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგად კახოვსკის სადგურის მართვის განყოფილება სრულად განადგურდებულია.

მათ განცხადებაში წერია, რომ ჰესის რეზერვუარში წყლის დონის ასეთი კლება საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელსაც თავის მხრივ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი ჰესიდან მიეწოდება.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰესი ამ დილით ააფეთქეს. მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გამოცხადდა. მომხდარის გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

ასევე ნახეთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია