პოლიტიკა

ყირიმის ნახევარკუნძულზე, სამხედრო ბაზაზე ხანძრის გამო იგეგმება 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია

ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ასევე საჭირო გახდა მიმდებარე გზატკეცილის დაკეტვა.

„ყირიმის ნახევარკუნძულზე, კიროვსკის რაიონში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. იგეგმება ოთხი დასახლების მაცხოვრებლების დროებით ევაკუაცია. საუბარია 2 000-ზე მეტ ადამიანზე“, – განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა „ტელეგრამზე“.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ. როგორც რუსული „ტელეგრამის“ არხები იუწყებიან, უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ბაზაზე საბრძოლო მასალის საცავი იწვის.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია