პოლიტიკა

ლვოვში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი – 34-მდე გაიზარდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი – 34-მდე გაიზარდა.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.

„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 34 ადამიანი. დაზიანდა 30-მდე სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი“, – აცხადებს გუბერნატორი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე ნახეთ

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია