პოლიტიკა

ოდესის ეპისკოპოსი პატრიარქ კირილს: თქვენ მიერ კურთხეული რაკეტა საკურთხეველს დაეცა

ოდესის ეპარქიის ვიკარმა, არციზის მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს და სინოდის წევრებს წერილი მისწერა ოდესაში რუსული ჯარების მიერ ტაძრის დაბომბვის შემდეგ.

ეს წერილი წმინდა ელიას მონასტრის Telegram-ზე გავრცელდა.

“დღეს, როცა ოდესის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კომენდანტის საათის დასასრულს მივედი, დავინახე, რომ თქვენ მიერ კურთხეული რუსული რაკეტა პირდაპირ წმიდათა ტაძრის საკურთხეველს დაეცა და მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას თქვენს გაგებასთან დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო.

თქვენი პირადი ამბიციების გამო დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა ეკლესიები “წმინდა რუსეთის” ქვეყნებში!

ენა არ მიბრუნდება, რომ “დიდი უფალი და მამა” გიწოდოთ, რადგან თქვენ ხართ მამა, რომელმაც შვილები სიკვდილსთვის გაწირა!” – წერს მთავარეპისკოპოსი ვიქტორი.

მან კირილს სთხოვა, ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოზე გადაწყდა, რომ ეკლესია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ხელმძღვანელობდა, აღარ არის მისი კონტროლის ქვეშ.

“მოვითხოვთ დატოვოთ ჩვენი ეკლესია, ჩვენი ეპისკოპოსები და ჩვენი წინამძღვარი! ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, რომელიც აირჩია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭომ. გულწრფელად გთხოვთ, შეწყვიტოთ. ყოველ რაკეტას, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მოფრინავს, მისი მაცხოვრებლები აღიქვამენ, როგორც თქვენს “კურთხევას” მათი შვილებისთვის.” – აღნიშმულია წერილში.

შეგახსენებთ, რომ კვირას ღამით რუსებმა ოდესისკენ სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გაისროლეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 რაკეტა ჩამოაგდეს.

თავდასხმის შედეგად დაინგრა ოდესის ფერისცვალების ტაძარი. იმ ღამით ასევე დაზიანდა ოდესის ისტორიულ ცენტრში, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის 25 არქიტექტურული ძეგლი.

გარდაიცვალა ერთი, დაშავდა – 20 ადამიანი, აქედან 4 ბავშვია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია