პოლიტიკა

ქალაქ ბახმუტს რუსეთი ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშის მიხედვით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 55 შეტევა მოიგერიეს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთი შეტევას ოთხი ძირითადი მიმართულებით აგრძელებს – ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

გენშტაბში ამბობენ, რომ ლიმანის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაწინაურებას სპორნის მიმართულებით და რამდენიმე საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა.

“ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება. მას მოწინააღმდეგე ცეცხლგამჩენი და ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენებით ბომბავს. მტერმა შეტევა განახორციელა ხრომოვოს, ივანოვკის, ჩასოვ-იარის და სტუპოჩეკის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის თქმით მოწინააღმდეგის თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება

ჩვენ კონტრშეტევის გეგმა გვაქვს, მაგრამ ამისთვის იარაღი გვჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია