პოლიტიკა

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

უნდა აღინიშნოს, 7 აპრილს, ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობების განხილვა მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება წარიმართოს.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია