პოლიტიკა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 კიევში, 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

სარაკეტო დარტყმების შედეგად, 140 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კიევში 74, 2 კიევის ოლქში და 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ასევე, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია