პოლიტიკა

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, 5 ადამიანია დაშავებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.

“წინასწარი მონაცემებით, კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 ფრთოსანი რაკეტა. გარდა რაკეტებისა, ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი (დრონების ტიპი დგინდება)”, – განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მისი განცხადებით, დედაქალაქის ობოლონსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი და გზის საფარი დაზიანდა.

„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან საცხოვრებელი ობიექტებისა და ინფრასტუქტურის ნგრევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია მოწმდება და ზუსტდება“, – განაცხადა სერგეი პოპკომ.

 

ასევე ნახეთ

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია