პოლიტიკა

შარლ მიშელი – რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელმა კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე განაცხადა, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ.

„შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, – აღნიშნა მიშელმა. ბრიუსელში მომხდარს, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ და დატბორილი ტერიტორიებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის საკითხზე იმსჯელებენ.

„ჩემი ფიქრები ყველა იმ უკრაინულ ოჯახთანაა, რომელიც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა“, – დასძინა მიშელმა.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია