პოლიტიკა

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საჰაერო განგაშის სიგნალის ხმა ისმის სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, მიკოლაივის, ხერსონის, ოდესის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირისა და ვინიცას ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი უკრაინელ ხალხს მოუწოდებს არ უგულებელყონ განგაშის სიგნალი და გამოიჩინონ სიფრთხილე.

ასევე ნახეთ

ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის …