ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში წერია, რომ უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.
“500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში”, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსები აფასებენ, უკრაინელების სიმტკიცემ და წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევზე და გაათავისუფლა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ დროებით დაპყრობილი.
„უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა და აწარმოებენ კონტრშეტევის ოპერაციებს ფრონტის უმეტესი ნაწილის გასწვრივ, ხოლო რუსული ძალები თითქმის მთლიანად არიან ორიენტირებული შეინარჩუნონ უკრაინის ის მიწები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.