პოლიტიკა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაეცნენ. ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედროებმა და უკრაინის ქართულმა დიასპორამ გაავრცელეს.

ჯონი ოდიშვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონა მოხვედრილი, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მალხაზ კვიჟინაძე კი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში – უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).

მალხაზ კვიჟინაძეს და ჯონი ოდიშვილს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია