პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბი – გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 შეტაკება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა. ძირითადად, რუსული ძალები ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკასმიმართულებებით არიან კონცენტრირებული.

გენშტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით, Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტითა და ორი საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს.

„ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს 40 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გახსნეს. უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განხორციელების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის პოზიციებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებს და 7 სადაზვერვო დრონი გაანადგურა. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 5 საარტილერიო იარაღი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 4 ტერიტორია, საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია