პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ და არტილერიამ ოკუპანტების კონცენტრირებულ 17 უბანს დაარტყეს. შეტევა განხორციელდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, საბრძოლო მასალის საცავზე და ომის 5 რადიო-ელექტრონულ სადგურზე.

უკრაინის სამხედრო სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის ინფომრაციით რუს სამხედროებს დიდი დანაკარგები აქვთ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასა და მარინკას მახლობლად, მისი ინფორმაციით რუსები ყოველდღიურად 400-მდე ჯარისკაცს კარგავენ.

2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 178 150 რუსი აგრესორი გაანადგურეს, მათ შორის 470 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღის განმავლობაში.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია