პოლიტიკა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 10 საარტილერიო სისტემა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები. უფრო ზუსტად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 10 საარტილერიო სისტემა.

„ჯამში, განადგურებულია 4295 ტანკი, 8324 – ჯავშანმანქანა, 5053 – საარტილერიო სისტემა, 472 – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 4201 – უპილოტო საფრენი აპარატი, 1378 – ფრთოსანი რაკეტა“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია