პოლიტიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.

„დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს.

ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთვულ რეაქტორს აგრილებს, მეორე კი პასუხობს, რომ უკრაინელებმა ეს „საკუთარ თავს გაუკეთეს. აფეთქდება და ეგაა“, ამაზე თანამოსაუბრე პასუხობს, „ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს ეს, მათ არ გაუკეთებიათ. მათ არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფია იქ. ამ კაშხლით შიშის გამოწვევა სურდათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა, მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია