პოლიტიკა

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ასევე დაბომბა ხიდი სოფელ ზვანოეში, რაც მიუთითებს, რომ უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის გლუშკოვოს რაიონის დაკავებას ცდილობენ.

გლუშკოვოს რაიონის ნაწილი უკვე მოწყვეტილია რუსეთის კონტროლს – სოფლები ტეტკინო, პოპოვო-ლეჟაჩი, ვოლფინო და კიდევ 27-მდე დასახლებული პუნქტი.

როგორც მედია წერს, გლუშკოვოს რაიონში ლოგისტიკა მდებარეობს 38K-040 გზაზე, რომელიც გადის ჩანგრეულ ხიდზე და მისი განადგურება გაართულებს უკრაინული ძალების განდევნას, თუ ისინი ნაპირზე გამაგრდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთ რეგიონში 700-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურის სავარაუდო ალყაში მოქცევის შესახებ.

ასევე ნახეთ

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია