პოლიტიკა

ვლადიმერგ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა – კრემლი

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერგ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას სტურმობს, -.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – განაცხადეს კრემლში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონსა და ზაპოროჟიეში არსებული ვითარებით – პუტინმა მეთაურებთან აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა

აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია