პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინის თქმით, გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და შეასრულა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, მას გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა სთხოვეს და მან ეს შეასრულა.

„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ ჩვენი ჯარების კიევიდან გაყვანის შემდეგ. ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო ხელშეკრულების დასადებად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუსახელებია, ვინ სთხოვა რუსეთს კიევიდან ჯარის გაყვანა.

„ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაზე ვიყავით შეთანხმებული, ეს ალბათ არც ისე კორექტული იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის მიმდინარეობისას გაკეთა. მან ასევე აღნიშნა, უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო. მან განმარატა, რომ დასავლეთმა უკრაინის ნატო-ში შეყვანა დაიწყო, მაშინ როცა რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი პრინციპული მნიშვნელობის იყო.

ასევე ნახეთ

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია