პოლიტიკა

ვოლოდიმერ ზელენსკი – მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.

„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ დეტალებზე, რა ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, –აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია