პოლიტიკა

ვოლოდიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზად არის.

„მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში თქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად გარკვეული დრო კიდევ სჭირდებოდა და ქვეყანა დასავლური ჯავშანტექნიკის ჩასვლას უნდა დალოდებოდა.

ასევე ნახეთ

დენის შმიგალი – უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის თქმით, უკრაინამ აშშ-ისგან 1,35 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.  ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია