უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს.
„ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი – ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი – ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა – გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს მადლობა გადაუხადა 21 ივნისს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო და თქვა, რომ მოწინააღმდეგის თითოეული საფრენი აპარატის განადგურება მნიშვნელოვანია.