პოლიტიკა

ვოლოდიმერ ზელენსკი – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა – გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს.

„ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი – ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი – ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება – რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა – გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს მადლობა გადაუხადა 21 ივნისს რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო და თქვა, რომ მოწინააღმდეგის თითოეული საფრენი აპარატის განადგურება მნიშვნელოვანია.

ასევე ნახეთ

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები

რუსულმა ძალებმა სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია