პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს.

მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

„ჯამში უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება, ხელმოწერისთვის კიდევ 10-ს ვამზადებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება შეიცავს დებულებებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება კონგრესს წარედგინება და ის იურიდიულად სავალდებულო იქნება.

ასევე ნახეთ

უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის რეგიონში მდინარე სეიმის ხიდი დაბომბა, რის შემდეგაც ხიდი ჩაინგრა, ამის შესახებპპ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია