პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა, ახალი ძალაა სამხრეთ კავკასიისთვის, თავისუფლება და სიმშვიდეა ბელარუსისთვის, ენერგიაა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის, უსაფრთხოების გარანტია და მანიპულაციებისგან დაცვაა ცენტრალური აზიისთვის, შანსია ახლო აღმოსავლეთისთვის და გარანტიაა, რომ აფრიკის ქვეყნებს რუსები აღარ გაძარცვავენ.

“ასეთ პრინციპს ვთავაზობ უკაინული დოქტრინისთვის, მისი გლობალური უსაფრთხოების კომპონენტისთვის – არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ველოდოთ რუსეთისგან, არამედ ნებისმიერი სიბოროტისთვის მზად ვიყოთ, რათა რუსეთში ნებისმიერი ბოროტება ყოველთვის დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინასთან ყოველთვის დამარცხდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია