პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს

ყველა შესაძლო სცენარს ვაანალიზებთ და 2024 წელი ჩვენი, უკრაინული სცენარი უნდა იყოს, –აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ მიმართვაში.

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული ოპერაციები ძალიან კონკრეტული დასაბუთებით, რომელიც ასევე მისცემს უკრაინას ძალიან კონკრეტულ შედეგებს.

„ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. კერძოდ, ეს ეხება მობილიზაციის საკითხებს. საუბარი არაა მხოლოდ მათზე, ვისი მობილიზებაც შესაძლებელია, საუბარია ვადებზე ყველასთვის, ვინც ამჟამად სამხედროა და მათთვის, ვინც შეუერთდება ჯარს. ეს კომპლექსური საკითხებია, რომლებიც უნდა შეიმუშაოს სამხედრო ხელმძღვანელობამ და თავდაცვის სამინისტრომ და დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს შტაბს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც ყოველწლიურად 7 მილიონ ტონამდე ნავთობს ამუშავებს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია