აშშ-ის პეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვისას დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას ამერიკისთვის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გადაცემა შესთავაზა.
მისივე თქმით, კიევმა პირობა დადო, რომ მოამზადებს იმ ობიექტების სიას, რომელთაც ენერგეტიკული და სამოქალაქო კლასიფიკაცია ექნებათ და, შეთანხმების მიხედვით, მათზე თავდასხმა არ უნდა მოხდეს.
პარალელურად, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ კიევმა და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის დასრულებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.