პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ISFED-ის არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას

აშშ-ის საელჩო სამართლიანი არჩევნების საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არდაშვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ISFED-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და მისი არდაშვება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას.

აშშ-ის საელჩოში ამბობს, რომ ეს საკითხი კითხვებს ბადებს.

სამართლიანი არჩევნების (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს”, – წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე – მექნება მაღალი დონის შეხვედრები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია