პოლიტიკა

თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის  პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისი დასტურიც არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, მდებარეობს შოთა რუსთაველის ძეგლი.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რასაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში – ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია