პოლიტიკა

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს.

„ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს.

მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – წერს კახა იმნაძე.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია