პოლიტიკა

ლევან იოსელიანი – ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ როგორი კანონიც უნდა მიიღონ, ივანიშვილთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან ის პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობს.

„როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვერანაირად ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობს; თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილი პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობს. იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წარმატებაზეც, თუ „ქართული ოცნება“ შეძლებს და ევროკომისიას კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაარწმუნებს; ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს წარუმატებლობაზეც, თუ პროცესი ქვეყნისთვის სავალალოდ დასრულდება. არავის გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ივანიშვილი არ არის შორს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ასევე ნახეთ

რატი ბრეგაძე – ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება

ოპოზიციამ გადასარევად უნდა იცოდეს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – ეს არის რადიკალური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია