პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი – ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო – ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის ბიძინა ივანიშვილი

ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან, თავს ისე აჩვენებენ, რომ არ ესმით, რას გულისხმობს ევროკომისიის 12 პუნქტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.

„მაგალითად, პირველი პუნქტი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას მოახდინონ პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაცია და იმოქმედონ შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად. თუმცა ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი პოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ადანაშაულებენ რა ყველას მათ გარშემო, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც არის ტოტალური არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო ამ სისულელისთვის. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს. შეიძლება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა ამ ანგარიშით და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით“, – აღნიშნა კუბილიუსმა

მისი თქმით, ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო და ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში ბიძინა ივანიშვილია.

„ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის და ჩვენ მისი სახელი ვიცით, ბიძინა ივანიშვილი”, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია