პოლიტიკა

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა.

„საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად.

გულუბრყვილოები. ამასთან ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება ბადებს უკუქმედებას და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამას მოჰყვება მთელი რიგი შედეგებიც. ჩვენ მდგომარეობის განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და თუ ვაშინგტონში წავლენ მოსკოვთან ურთიერთქმედების სრულ შეჩერებაზე, ჩვენ გადავიტანთ“- განაცხადა ზახაროვამ.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია