პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა

2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხებს ეხება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% – დაახლოებით 26 მლნ ლარი მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – „ლელო“ 3.3 მლნ ლარით.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია