პოლიტიკა

სტამბოლში ხელი მოაწერეს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმებას

თურქეთისა და გაეროს შუამავლობით, რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, პორტები – ოდესაჩერნომორსკი და იუჟნი უკრაინული მხარის მიერ გაკონტროლდება. ხსენებულ პორტებში სხვა გემების ყოფნა არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.

სტამბოლში გაეროს ეგიდით ასევე შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მხარეების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული და ინიციატივის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს. ცენტრი სპეციალურ საინსპექციო ჯგუფებსაც შექმნის.

თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, არც ერთ სამხედრო გემს, თვითმფრინავს, უპილოტო საფრენ აპარატს არ ექნება უფლება მიუახლოვდეს ჰუმანიტარულ საზღვაო დერეფანს დაშვებულ მანძილზე ახლოს. მანძილს საკოორდინაციო საბჭო დაადგენს.

ხელშეკრულება იმოქმედებს 120 დღის განმავლობაში ხელმოწერიდან და ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის მასზე.

დოკუმენტის სახელწოდებაა “ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ”. მას ხელი მოაწერეს თერქეთის, გაეროს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა. რუსულ მხარეს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენდა, ხოლო უკრაინას ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი. ხელმომწერებს შორის იყვნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე – სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია