პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები და ჩვენს ხალხებს შირის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. მე მოუთმენლად ველოდები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ თავს იცავენ მათი დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომისგან, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ის პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერის მოვალეობებს შეასრულებს.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – გლობალური ომის პარტიას რაც შეეხება , ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია