პოლიტიკა

ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.

„ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს.

ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი.

ამერიკის შეერთებული შტატები 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა შვედეთისა და ფინეთის პროტოკოლს. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ნატო-ში 18 მაისს შეიტანეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია