საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ღონისძიების ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
რუსეთის ომი უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტის შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე – ეს ის საკითხებია, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩეხეთის დედაქალაქში მსჯელობენ. მინისტერიალის პირველ დღეს უკრაინული არმიისთვის დამატებითი, მაღალი დონის სამხედრო წვრთნების ჩატარება გადაწყდა. მისია მიზნად უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.