პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ იმსჯელებენ.

მედიის ინფორმაციით, განსახილველ ზომებს შორის არის რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვა.

ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმოქმედოს.

„ვთავაზობთ, გამკაცრდეს ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, უფრო ეფექტურად აღსრულდეს და გახანგრძლივდეს ისინი 2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“, – აღნიშულია ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

„ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან. ასევე წარვუდგენ წინადადებებს საბჭოს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციაში შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია