ევროპარლამენტის ექვსკაციანი დელეგაცია სოფელ ოძისში, საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება.
ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზების ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
სოფელ ოძისიდან ევროპარლამენტართა დელეგაცია კვლავ თბილისში დაბრუნდა. ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისინი დღეს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდებიან. ამით ევროპარლამენტარების ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დასრულდება.
ფოტო: 1tv.ge