პოლიტიკა

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ისრაელში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენენ.

„მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზას სექტორისკენ მიმავალ გემზე ოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც თურქეთის რვა მოქალაქე და თურქი წარმოშობის ერთი ამერიკელი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია