პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა.

დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 22 ივლისს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დარჩენილი იყო დავით ბაქრაძე.

„5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული ინტერვიუს დროს.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია