პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: აქციის მიზანი თუ არის დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა ვიცეკვოთ და გინდა ვიმღეროთ

თუ აქციის მიზანია, დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გავაკეთოთ, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა ვიცეკვოთ და გინდა ვიმღეროთ – პოლიტიკოსების პრობლემაა, რომ ვერ ვისწავლეთ, პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები, – ასე გამოხემაურა „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, 16 ივნისსაც აპირებს აქციაზე მისვლას და 20 ივნისსაც, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ შეკრება 17 ივნისამდე, იქამდეა ლოგიკური, ვიდრე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება გადაწყდება.

„თუ გვინდა, რომ გარკვეული გავლენა მოვახდინოთ ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, რომელიც 17 ივნისს იქნება, მაშინ მანამდე უნდა შევიკრიბოთ, მანამდე არის 16 ივნისი. 20- შიც შევიკრიბოთ, 20 ივნისსაც მივალ, ისედაც ვაპირებდი მისვლას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. 20-შიც და 16- შიც გვერდით ვიქნები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და არა წინ, როგორც მედროშე. 20 ივნისთან დაკავშირებით მაქვს ჩემი განცხადებები, ჩემი პროტესტი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დამიძახებს, ვინ არ დამიძახებს, ვინ არის ორგანიზატორი, ისე მწარედ და მტკივნეულად მახსოვს 20 ივნისი, 20 ივნისს პირველ რიგში მივალ იმისთვის, რომ გავაპროტესტო რაც მაშინ მოხდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია