პოლიტიკა

ანალენა ბერბოკი – მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი

მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკმა რეკომენდაციების შესრულების პროცესში ერთობლივ მუშაობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ბუნებრივია, აუცილებელია ერთობლივი მუშაობა. გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე. მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი. ამიტომ, გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გასაძლიერებლად. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა, რადგან ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის არაოფიციალურო დევიზი არის „ერთობა სიმრავლეში“. სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება. აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს არის მომენტი ისტორიაში, როდესაც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების საფუძველზე გავაგრძელოთ და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ასევე ნახეთ

ანა ნაცვლიშვლიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მისი მიტაცება მოხდა

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 73 საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია