პოლიტიკა

ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა წევრები.

თავად ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ასევე ნახეთ

ილჰამ ალიევი – შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ

საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...