პოლიტიკა

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო.

ტაივანის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.​ ტაიბეიში ჩინეთის მოქმედება ჩრდილოეთ კორეის ქცევას შეადარეს.

იაპონიის ცნობით, ჩინეთის მიერ ნასროლი ხუთი რაკეტა მათ ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. ტოკიომ პეკინს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“ მანევრები.

ჩინეთის სამხედრო წვრთნების გამო შეზღუდულია გემების გადაადგილება. ასევე, შეფერხებულია საერთაშორისო ფრენები ტაივანის მიმართულებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ესტუმრა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის გამო, უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნების ვიზიტს ტაივანში ჩინეთი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია