პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი – ევროპის გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც რეფორმების გატარებას მოითხოვს – საქართველოს შეფასება გაგრძელდება დამსახურებების საფუძველზე

საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან. ევროპის პარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის განხორციელების სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ის არ არის რამე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. ევროპის კავშირი განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან. 2012 წელს ევროპის კავშირმა ნობელის პრიზიც კი მიიღო იმის გამო, რომ 6 ათწლეულის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში ევროპაში. ამიტომაც, სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება.

საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან. ევროპის პარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე: ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა – თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის კიდევ ერთხელ დაძაბვის …