პოლიტიკა

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხის განხილვაა. კერძოდ:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არაგვი რეზორტი წილკანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრეიპ ლენდი grape land“ – ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არაზინდოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის N10/07/06 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N649 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მ2 სვანეთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „პრაიმ ბეტონის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტ “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ო. შამუგია

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე”

მომხსენებელი: თ. ახვლედიანი

11. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: გ. თუმანიშვილი

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია